ჩუროსი


ინგრედიენტები:
ცომი
კვერცხი -  3
ფქვილი - 150
წყალი  - 200
კარაქი - 100
მარილი - 1/2 .
ზეთი
შოკოლადის სოუსი
შოკოლადი -  200
რძე - 1/2ჭიქა
დარიჩინი - 1/4 .
წითელი წიწაკა, დაფქული 1/5 .


მოვამზადოთ ცომი
კარაქს დავასხათ წყალი და შემოვდგათ ცეცხლზე. კარაქი უნდა გადნეს და მასა ადუღდეს. მდუღარეში ჩავაატოთ ფქვილი და მარილი. ვურიოთ სწრაფად, ხის კოვზით. ეს გახლავთ ჩვეულებრივი მოხარშული ცომი.
ცომი გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში, ოდნავ შევაგრილოთ და შევათქვიფოთ კვერცხები. ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში.

ღრმა ქვაბში გავაცხელოთ ზეთი და საკონდიტრო ტომრიდან მოგრძო ფორმის ცომის ულუფები პირდაპირ ცხელ ზეთში ჩავასხათ. შევწვათ საშუალო ტემპერატურაზე, ყველა მხრიდან. შემდეგ გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი დაიწრიტოს.

მოვამზადოთ შოკოლადის სოუსი
სოუსისთვის გააცხელეთ რძე და ჩაამატეთ დამტვრეული შოკოლადი სანელებლებთან ერთად. კარგად აურიეთ, რომ მთლიანად გაიხსნას.

მიირთვით თბილი ჩუროსები ამ სოუსთან ერთად.