"კარმენის" შესახებ



ესპანური ენისა და კულტურის ცენტრი “კარმენი  დაარსდა 2004 წელს.

ცენტრის მიზანია ესპანური ენის შესწავლის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და მისი პოპულარიზაცია საქართველოში.   ცენტრმა მოიპოვა დიდი გამოცდილება და დაიმკვიდრა სახელი, როგორც ესპანური ენისა და კულტურის ერთ-ერთმა საუკეთესო კულტურულ-საგანმანათლებლო კერამ თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ ესპანური ენის შესწავლას. ასევე ჩვენთან გაეცნობით ესპანეთისა და ლათინური ამერიკის კულტურას, მათ ადათ-წესებს, ისტორიას, მუსიკასა და ცეკვას.

2007 წლიდან ცენტრი “კარმენი” თანამშრომლობს ესპანეთის ქ. მალაგის უნივერსიტეტთან, მონაწილეობს სხვადასხვა სემინარებში და პროგრამებში.
შესწავლისათვის და ესპანენური ცხოვრების რეალურად აღქმისათვის.

ცენტრი უზრუნველყოფილია ბიბლიოთეკით, აუდიო, ვიდეო, DVD მეთოდური მასალებით და ესპანეთიდან მოწოდებული სახელმძღვანელოებით.

ცენტრში მუშაობენ საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე გამოცდილი ქართველი და უცხოელი მასწავლებლები, რომლებიც პერიოდულად იგზავნებიან ესპანეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. 

ცენტრის გარემო და მასწავლებელთა გამოცდილება ქმნის იდეალურ პირობებს ესპანური ენის სწრაფი და ეფექტური შესწავლისათვის.

ყოველი ახალი სასწავლო წლიდან  ცენტრი გთავაზობთ უამრავ სიახლეს!

მიიღეთ პრაქტიკული გადაწყვეტილება - ისწავლეთ ესპანური ენა და შეუერთდით დანარჩენ მსოფლიოს.

ცენტრის მისამართია: ძმები კაკაბაძეების ქ.#10/7 TEL: 2 141927