მწვანე სალათი ესპანურად


შემადგენლობა: 

სალათისფოთოლი; პამიდორი; ხახვი; ზეთისხილი; სატაცური; მოხარშული კვერცხი; ტუნა კონსერვი; ზეითუნის ზეთი; ძმარი და ლიმონი; მარილი


მომზადების წესი:

კარგად გარეცხეთ სალათის ფოთლები და დაჭერით მსხვილად. ხახვი და ზეთის ხილი დაჭერით წვრილად ხოლო პამიდორი - კუბიკებად.

ყველაფერი ეს მოათავსეთ დიდ ჯამში, დაუმატეთ ერთი კონსერვი ტუნა, ცოტა ზეითუნის ზეთი, ძმარი, ლიმონი და მარილი. კარგად მოურიეთ და გადმოიღეთ თეფშზე. გვერდით კი დაუდეთ შუაზე გაჭრილი მოხარშული კვერცხი და რამდენიმე სატაცური.