გიორგი გაფრინდაშვილი


რატომ გადაწყვიტეთ „კარმენში“ სწავლა?

„კარმენში“ სწავლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს არის  ყველაზე მაგარი ადგილი. მხოლოდ აქ შეგიძლია გაეცნო ესპანურ კულტურას, ცეკვას, ესპანელ ხალხს და, რაღა თქმა უნდა, ისწავლო ესპანური ენა.

რა მოგცათ „კარმენმა“?

ესპანური ენის სწავლის გარდა, „კარმენის“ საშუალებით გავიცანი უამრავი ესპანელი და ლათინო ამერიკელი. აქ მეგობრების დიდი წრე შევიძინე. ახლა უკვე ვეღარც კი ვხვდები, მე ვარ „კარმენის“ ნაწილი, თუ „კარმენია“ ჩემი ნაწილი.