სანდრო ქვრივიშვილი


რატომ გადაწყვიტეთ „კარმენში სწავლა?

ჩემმა მეგობარმა მირჩია  - „ესპანური ენისა და კულტურის ცენტრი არის ჩემს სახლთან ახლოსო, ამბობენ კარგი ცენტრიაო”,  მეც დავუჯერე და მივედი, ცენტრში დამხვდა ამალია, რომელმაც მაშინვე ჯგუფში ჩამსვა და ფაქტიურად აღარც გამომიშვა იქედან .

რა მოგცათ „კარმენმა“?

 ცენტრში მისვლიდან 3 წელი გავიდა და ვფიქრობ, რომ კარმენმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს ცხოვრებაშიარამარტო შემასწავლა ესპანური ენა და კულტურა, არამედ შემაყვარა კიდეც

კარმენის მასწავლებლები, რომლებიც გარდა იმისა რომ მაღალ დონეზე ასწავლიან ენას, ასევე ქმნიან ცენტრში ოჯახურ და თბილ გარემოს და დიდი წვლილი შეაქვთ მოსწავლეების ერთმანეთთან დაახლოებასა და დამეგობრებაში.

 კარმენთან ერთად გატარებული ყოველი დღე თუ საღამო დაუვიწყარია: ექკურსიები, ფიესტები, კინოჩვენებები.... კარმენში გავიცანი ძალიან ბევრი მეგობარი, მათთან ერთად გატარებული თითოეული დღე დაუვიწყარია

კარმენი აგრეთვე ძალიან დამეხმარა ყველა იმ პრობლემის მოგვარებაში, რაც ესპანეთში სასწავლებლად წასვლას უკავშირდება.