თამო ცინცაძე


      რატომ გადაწყვიტე „კარმენში“ სწავლა?


ჩემი პირველი შეხვედრა „კარმენთან“, „კარმენის“ დაბადების დღეზე იყო. მას შემდეგ ბევრი არ მიფიქრია, მალევე გადავწყვიტე ცენტრში მისვლა. თუმცა მთავარი მიზეზი ის არ ყოფილა რომ ფიესტაზე კარგად გავერთე, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უნდა ესპანური ენა კარგად ისწავლოს, „კარმენი“ საუკეთესო საშუალებაა,
რადგან შუაგულ თბილისში, საშულება გაქვს გაიცნო ესპანელები, შეიგრძნო ესპანური გარემო, კულტურა, სამზარეულოც კი J ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ის ფაქტი რომ კარმენის მასწავლებლებს აქვთ ესპანეთში ცხოვრების გამოცდილება, რაც მათ ეხმარება უფრო პრაქტიკული ცოდნა გადასცენ მოსწავლეებს. მნიშვნელოვანი იყო ესპანური წიგნების მრავალფეროვნებაც რაც დიდი დეფიციტია საქართველოში.

             რა მოგცა „კარმენმა“?

 მას შემდეგ რაც კარმენში დავიწყე სიარული და გავიცანი „კარმენელები“ , ეს ცენტრი ჩემი    ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. „კარმენელებს“ გვაერთიანებს ის რაც არ   გვაერთიანებს ჩვენს სხვა მეგობრებთან - ესპანეთი და ესპანური კულტურის სიყვარული. ამიტომ ჩვენი ერთად გატარებული დრო ყოველთვის უკავშირდება რაღაც ესპანურს, რის გამოც ჩვენდა უნებურად მუდმივი შეხება გვაქვს ამ ენასთან. „კარმენის“ საშუალებით ურთიერთობა მქონდა უამრავ ესპანურენოვან ადამიანთან რაც ენის სწავლისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფქტორია. „კარმენის“ საშუალებით ესპანეთში გავატარე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო ერთი თვე. „კარმენის“ საშუალებით შევიძინე უამრავი მეგობარი. „კარმენის“ საშუალებით კიდევ უფრო შემიყვარდა ესპანეთი. რა მომცა „კარმენმა“? - ალბათ მეორე სახლი.