D E L E - ესპანური ენის საერთაშორისო დიპლომი




D E L E - ესპანური ენის საერთაშორისო დიპლომი

(Diploma de Español como Lengua Extranjera)

საქართველოში DELE- დიპლომის გამოცდებს 2002 წლიდან ატარებს ქ.თბილისში არსებული სერვანტესის უნივერსიტეტის ცენტრი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

DELE- გამოცდა ტარდება წელიწადში ორჯერ (ნოემბერი - მაისი).
DELE- გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა გამოცდამდე ერთი თვით ადრე უნდა გაიარონ რეგისტრაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ცენტრ ,,CARMEN”- გთავაზობთ DELE- მოსამზადებელ კურს.

DELE - ესპანური ენის საერთაშორისო დიპლომია. იგი აუცილებელია ესპანეთის და ესპანურენოვანი ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად, წარმატებული კარიერისათვის და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დასაწყებად. დიპლომი უვადოა და მისი ჩაბარება განმეორებით საჭირო არ არის.
გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია ნებისმიერი დონიდან
  1. Diploma de Español (A1, A2): ადასტურებს ესპანური ენის ცოდნას საწყის დონეზე, რომელიც საკმარისია მხოლოდ ელემენტარული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციისთვის, რაც გულისხმობს ენის ცოდნას ყოფით დონეზე ურთიერთობისთვის.
  2. Diploma de Español (Nivel Inicial - B1, Nivel Intermedio - B2): ადასტურებს ესპანური ენის ცოდნას საშუალო დონეზე, რომელიც მოწმობს ესპანური ენის ფლობის საკმაოდ კარგ დონეს; რაც გულისხმობს ყოველდღიური საკომუნიკაციო ენის მაღალ დონეზე ცოდნას და არ საჭიროებს ენის ცოდნას ვიწროსპეციალურ დონეზე.
  3. Diploma de Español (C1, Nivel Superior - C2): ადასტურებს ესპანური ენის ცოდნას მაღალ დონეზე, რომელიც მოწმობს ძალიან კარგი ენობრივი უნარ-ჩვევების ფლობას, რაც გულისხმობს ნებისმიერი სირთულის ტექსტის დაძლევას, ესპანური ენის კულტურულ-ლინგვისტური ტრადიციების ფლობას, რთული ლექსიკო-გრამატიკული კონსტრუქციების აგებას სხვადსხვა საკომუნიკაიო სიტუაციებში.
გამოცდა მოიცავს 5 ნაწილს. DELE-ს გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად საჭიროა კანდიდატმა წარმატებით დაძლიოს თითოეული ნაწილი:
  • კითხვა და წაკითხული ტექსტის გააზრება;
  • წერითი ნაწილი;
  • აუდიო;
  • გრამატიკა და ლექსიკური მარაგი;
  • ზეპირი საუბარის უნარი თავისუფალი დიალოგის რეჟიმში.


დიპლომი უვადოა და მისი ჩაბარება განმეორებით საჭირო არ არის.

გახდი DELE-ს დიპლომის მფლობელი!