ინა პეტრიაშვილი მალაგის კურსის შესახებ

რა მოგცათ მალაგის უნივერსიტეტმა? 

მალაგას უნივერსიტეტმა მომცა უდიდესი გამოცდილება, როგორც ესპანური ენის უკეთ შესწავლაში ასევე სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ურთიერთობაში ესპანურ ენაზე.
ჩემი აზრით, უნივერსიტეტის მთლიანი გუნდი გამოირჩევა დიდი პროფესიონალიზმითა და თბილი დამოკიდებულებით სტუდენტებთან. ისინი ყოველთვის მზად არიან გასცენ პასუხი ნებისმიერ კითხვას და დაგეხმარონ სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში. 

რაც ყველაზე მთავარია, მალაგას უნივერსიტეტში არიან კვალიფიციური. პედაგოგები, როგორც გრამატიკული წესებისა და სიტყვების განმარტებით, ასევე სახალისო მეთოდებითაც აძლევენ სტუდენტებს საშუალებას, შეისწავლონ ესპანური ენა, როგორიცაა სხვადასხვა თამაშები, მინი სპექტაკლები, სხვადასხვა სიმღერის ტექსტების მოსმენა-გაანალიზება და ა.შ

პირადად ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა რომ, მალაგას უნივერსიტეტის საზაფხულო საზაფხულო კურსის გავლის შემდეგ ჩემი ესპანური ენის ცოდნის დონე გაიზარდა. ბევრად გამიადვილდა ესპანურად მეტყველება და აზრის გამოხატვა, უკეთ გავიცანი ესპანური კულტურა და შევიძინე ბევრი მეგობარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 


როგორ შეაფასებთ მალაგის საზაფხულო კურსს მთლიანად, როგორი იყო მისი ორგანიზებულობა?

მალაგას უნივერსიტეტის საზაფხულო კურსი, რომელსაც ცენტრი "კარმენი" უწევს ორგანიზებას, არ მოიცავს მხოლოდ ესპანური ენის კურსს. იგი არის საკმაოდ კარგად ორგანიზებული გეგმა, რომელიც უპრობლემოდ აგვარებს სავიზო საკითხს, ბილეთების ყიდვის პროცესს რაც ზოგადად საკმაოდ შრომატევადია და დიდი დრო მიაქვს. ყველაზე კარგი არის ის რომ, მალაგის გარდა, ეცნობი ესპანეთის სხავასხვა ქალაქებს ექსკურსიების მეშვეობით. 2 დღიანი ექსკურსია მადრიდში, ასევე გრანადასა და ულამაზეს ზღვისპირა ქალაქში - ნერხა. კარმენის მასწავლებლები თვითონ ზრუნავენ კურსზე ჩაწერასა და ამ პროცედურასთან დაკავშირებულ ყველა პირობის მოგვარებაზე.