თათია ჭოლოკავა მალაგის კურსის შესახებ


რა მოგცა მალაგის უნივერსიტეტმა?

მალაგის უნივერსიტეტმა მომცა ძალიან კარგი გამოცდილება ესპანური ენის შესწავლის მხრივ. მომცა საშუალება ჩემი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელების, ამასთან ერთად ბევრი სხვადასხვა კულტურის ადამიანთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა მთლიანი ტურის შესახებ?

ძალიან კმაყოფილი ვარ გავლილი საზაფხულო კურსებით, ენის შესწავლის გარდა არაჩვეულებრივი ერთი თვე გავატარე სასიამოვნო გარემოში. ვთვლი, რომ საკმაოდ კარგი წამოწყებაა ცენტრის მხრიდან და ასევე საჭირო სტუდენტებისთვის. ორგანიზებულობის მხრივ ტური ყოველ წელს უფრო და უფრო  იხვეწება და სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ემატება. შესაბამისად, ყველას ვისაც აქვს ესპანური ენის შესწავლის  სურვილი და  შესაძლებლობა ამ კურსების გავლის, ვურჩევდი აუცილებლად გამოიყენონ ეს შანსი.