ესპანური ნუშის ნამცხვარი

ცხვება 26 სმ დიამეტრის ტორტის გასახსნელ ფორმაში
გამოდის 12 ნაჭერი;

1 ნაჭერი=210კ/კალ. 


მასალა:
** თხელი ცომისათვის: 6 კვერცხი 
** 1 მწიკვი მარილი 
** 200 გ შაქრის პუდრა 
** 1 ჩ.კ. ფორთოხლის გახეხილი კანი 
** 2 პაკეტი შაქრიანი ვანილი 
** ½ ჩ.კ დარიჩინი 
** 200 გ კანგაცლილი დაფქული ნუში
** შაქრის პუდრა მოსაყრელად 
** ცხიმი ფორმისთვის.


გააცხელეთ ღუმელი. წაუსვით ცხიმი ფორმას. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილას დაუმატეთ მარილი და ათქვიფეთ გამაგრებამდე. კვერცხის გული და შაქრის პუდრა კარგად აურიეთ. დაუმატეთ ფორთოხლის კანი, შაქრიანი ვანილი და დარიჩინი. შეურიეთ ათქვეფილი ცილა და ნუში.
ჩაასხით ცომი ფორმაში.  შედგით ღუმელში და აცხვეთ 175˚-ზე 35 წთ. ამოიღეთ ფორმიდან და დადეთ ცხაურზე გასაცივებლად. სუფრასთან მიტანის წინ ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
წყარო: