ომლეტი ესპანურად

მასალა: 
** 2 კვერცხი
** 15 გ სახამებელი 
** 50 გ რძე 
** 20 გ შპიკი 
** 20 გ ხახვი 
** 20 გ სოკო 
** 5 გ ზეთი 
** დაფქვილი წითელი წიწაკა 
** პილპილი და მარილი 

მომზადების წესი:

კვერცხი ავთქვიფოთ სახამებელთან, რძესთან მარილთან და წითელ წიწაკასთან ერთად. შპიკი დავჭრათ ნაჭრებად, ხახვი დავკეპოთ, სოკო გავასუფთავოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. შპიკი მსუბუქათ შევწვათ, დავუმატოთ ხახვი, მოვშუშოთ 10 წუთი, მოვაყაროთ პილპილი და მარილი. მოშუშული სოკო გავაციოთ, ფრთხილად შევურიოთ კვერცხს და სწრაფად შევწვათ ზეთში.

წყარო: