12 ოქტომბერი - ესპანურენოვანი ქვეყნების დღე


12 ოქტომბერი  არის ესპანურენოვანი ქვეყნების დღე, რომელსაც მსოფლიო ყოველ წელს აღნიშნავს. 

ამ დღეს სიმბოლური დატვირთვა აქვს იმ ერებისთვის, რომლებიც ესპანურ ენაზე საუბრობენ. შესაბამისად, მსოფილოს 20 ქვეყანა 12 ოქტომბერს ერთდროულად ზეიმობს.

ესპანურენოვან ქვეყნებს აქვთ დროშაც, რომელიც ამ ოცივე ქვეყნის სიმბოლოდ ითვლება. საქართველოში ეს  დღესასწაული უკვე რამდენიმე წელია ესპანური ენისა და კულტურის ცენტრ "კარმენის" ორგანიზებით აღინიშნება. წელს თარიღი ერთი კვირით გადაწეულია და გრანდიოზული ესპანური ფიესტა 24 ოქტომებს მაგთი კლუბში გაიმართება. 


ცენტრი „კარმენი“ ყოველთვის ცდილობს ხელი შეუწყოს ესპანურის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული უცხო ენის, საქართველოში გავრცელება-პოპულარიზაციას. 24 ოქტომბერს დაგეგმილ საღამოზე მოწვეული არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა პროგრამით საქართველოში მყოფი ესპანელები. ეს კარგი შანსია იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ მეგობრულ გარემოში გაიცნოს ისინი და დაამყაროს სხვადასხვა ტიპის საქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობები.