გასპაჩო


გასპაჩო ძალიან პოპულარული ესპანური ცივი სუპია. ის მთელს მსოფლიოში დოდო პოპულარობით სარგებლობს და მისი უამრავი რეცეპტი არსებობს.

ჩვენ გთავაზობთ მის ყველაზე მარტივ ვარიანტს, თუმცა ექსპერიმენტებისგან თავს ნუ შეიკავებთ და სცადეთ სხვა ვარიანტებიც.

მასალა:  
  • პამიდორი - 500 გრ.
  • ხახვი - 1 
  • კიტრი -1 
  • ქინძი - 1 კონა
  • ზეითუნის ზეთი - 1/4 ჭ
  • ტკბილი წიწაკა - 1-2 ცალი
  • ნიორი - 3-4 კბ
  • პურის გული - 2 ნაჭერი
  • ცხარე წიწაკა - 1
  • მარილი
ყველა ეს ინგრედიენტი გაფრცქვენით და დაჭერით წვრილად. მარილი დაამატეთ გემოვნებით. მოათავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ იქამდე, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შემდეგ გადაიტანეთ ჭიქებში და 1-2 საათით შედგით მაცივარში. 

მიირთვით ცივი. შესაძლებელია ყინულის ჩამატებაც. სურვილისამებრ, გააფორმეთ პიტნით და სუხარიკებით.