დღეს ჩვენი დაბადების დღეა!


დღეს ჩვენი დაბადების დღეა!

ესპანური ენისა და კულტურის ცენტრი "კარმენი" 11 წლის გახდა!

2004 წელს დაწყებულ საქმეს უწყვეტად და თანმიმვდერულად დღემდე ვასრულებთ და კიდევ დიდ ხანს მოვემსახურებით ესპანური ენისა და კულტურის გავრცელებას საქართველოში.

გვინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მასწავლებლებს თერთმეტწლიანი თავდადებული შრომისათვის.  მათი კომპეტენცია და საქმისადმი ერთგულება, გვაძლევს საფუძველს, ვიყოთ თამამები და განვაცხადოთ, რომ "კარმენში" სწავლების ხარიხსხი უმაღლეს დონეს აკმაყოფილებს.

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ, ყველა ჩვენს მოსწავლეს - ძველს თუ ახალს! მათი ერთგულება გვაძლიერებს. მათი წარმატებები ამაყს გვხდის!

გმადლობთ ერთგულებისთვის! გმადლობთ სიყვარულისთვის!