CatAcademy - სახალისო აპლიკაცია ესპანური ენის სასწავლად

ენის სწავლების პროცესში საჭიროა ბევრი სახალისო მეთოდის ჩართვა და გამოყენება. თანამედროვე ტექნოლოგიების საუკუნეში ასეთი შეიძლება, მობილური ტელეფონის აპლიკაცია იყოს. მსგავსი მასალა მრავლადაა. ზოგიერთი მათგანი ლექსიკას, ზოგიერთი გრამატიკას, ზოგიც აუდიო ტექსტებს გვთავაზობს, თუმცა მათ გამოყენებას მაინც "მეცადინეობის" სტილი აქვს, რაც სახალისო ნაკლებადაა.

App Store-ზე დიდი ხანია გამოჩნდა აპლიკაცია, რომელსაც CatAcademy ჰქვია და ძალიან სახალისო სურათებით კატა გელაპარაკებათ. აქ წარმოდგენილი მარტივი, სალაპარაკო, საყოფაცხოვრებო ფრაზები ძალიან გაგიმარტივებთ დიალოგების გამართვას და სალაპარაკო ლექსიკის დახვეწაშიც დაგეხმარებათ.

აპლიკაცია განკუთვნილია მათთვის, ვინც რაღაც დონეზე უკვე იცის ენა და სალაპარაკო უნარების განვითარება სჭირდება.

აპლიკაცია ხელმისაწვდომი მხოლოდ IPhone-ის მომხმარებლებისთვისაა.

შეგიძლიათ გადმოწეროთ ამ ლინკიდან: