სალათი "სალსა"


სალათი "სალსა" არის ძალიან მსუბუქი მისაყოლებელი ნებისმიერ კერძთან. მისი მომზადების წესი უმარტივესია.

შემადგენლობა

  • პომიდორი - 4 ცალი
  • ავოკადო - 2 ცალი
  • სიმინდი - 1 პატარა ქილა
  • წითელი ხახვი - 1 ცალი (დიდი)
  • წიწაკა - 1 ცალი (მწარე)
  • ნიორი -  2 კბილი
  • მწვანე ხახვი - 1 კონა
  • ქი ნძი - 1 კონა
  • ლიმონის წვენი - ნახევარი
  • ზეითუნის ზეთი - 1 /
  • მარილი - გემოვნებით


პომიდორი, ავოკადო, ქინძი, ნიორი, წიწაკა და მწვანე ხახვი დავჭრათ წვრილად და ავურიოთ, დავუმატოთ სიმინდი. შემდეგ - ზეთი და მარილი. ნახევარი ლიმონისგან გამოვწუროთ წვენი და დავასხათ. ბოლოს, ზემოდან შედარებით დიდ მრგვალ ნაჭრებად მოვაჭრათ ხახვი.


ცოტა ხნით გავაჩეროთ და მივირთვათ.