ესპანური ცხარე სუპი ჩორისოთი


ინგრედიენტები:

  • ჩორისო (ესპანური ძეხვი) - 3-4 ცალი, მოზრდილი
  • კარტოფილი - 4-5
  • ქათმის ბულიონი - 3
  • პამიდორი - 2 ცალი
  • ტკბილი წიწაკა, (წითელი ბულგარული) - 1 ცალი
  • ნიორი - 3 კბილი
  • წითელი წიწაკა, დაფქული
  • ხახვი - 1-2 თავი
  • სტაფილო 1 ცალი
  • დაფნის ფოთოლი და სხვა მწვანილები სურვილისამებრ.



მომზადების წესი:

დაჭერით ძეხვი და შებრაწეთ ტაფაზე ზეითუნის ზეთში. შემდეგ იმავე ტაფაში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი გახეხილ სტაფილოსთან ერთად. დაამატეთ წვრილად დაჭრილი პამიდორი და წიწაკა. დაამატეთ დაფნა.

ბულიონი აადუღეთ და დაამატეთ დაჭრილი კარტოფილი, შემდეგ ძეხვი და მოშუშული ბოსტნეული. ხარშეთ 10-15 წუთი, სანამ კარტოფილი დარბილდება. გემოვნებით დაამატეთ წიწაკა, მარილი, პილპილი და მწვანილი.