Spanish PhraseBook - სასარგებლო აპლიკაცია ესპანეთში მოგზაურობისას


ხშირად, ესპანეთში ჩასულმა ტურისტებმა ესპანური ენა არ იციან. იმისათვის, რომ თქვენი დასვენება სრულფასოვანი გამოვიდეს, საჭიროა რამდენიმე ფრაზა მაინც წაიღოთ თან, რომელსაც საკომუნიკაციოდ გამოიყენებთ. 

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში საჭირო აღარაა სქელტანიანი ლექსიკონების წაღება. მის ფუნქციას მარტივი აპლიკაციებიც კარგად ითავსებს. 

გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს, რომელიც  მოგზაურობისას შესანიშნავად გამოგადგებათ.

Spanish PhraseBook - ეს არის აპლიკაცია, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან ესპანურ წინადადებებს და სიტყვებს. ის უფასოა და ხელმისაწვდომია ანდროიდის და ვინდოუსის მომხმარებლებისთვის.


აპლიკაცია მოიცავს:

  • 400-ზე მეტ მოგზაურობისას გამოსაყენებელ სასარგებლო ფრაზას: ვალუტის გადაცვლის, ბილეთის ყიდვის, მიმართულების გარკვევის, მაგიდის დაჯავშნის, ღვინის შეკვეთის და სხვა ბევრი თემის შესახებ.
  • ყველა ფრაზას თან ახლავს ინგლისური თარგმანი და ფონეტიკური ტრანსკრიფცია.
  • Spanish PhraseBook  დაყოფილია კატეგორიებად, რაც თქვენ სიტყვის ან ფრაზის ძიებას გაგიადვილებთ. ეს კატეგორიებია: შოპინგი, შეხვედრები, ფოსტა, მოგზაურობა და ა.შ.
  • აპლიკაციას არ სჭირდება ინტერნეტთან მიერთება.
  • Spanish PhraseBook  უფასოა და ხელმისაწვდომია ანდროიდის და ვინდოუსის მომხმარებელთათვის.



მისი გადმოწერა შეგიძლიათ ამ ლინკიდან