Baqueira-Beret - ესპანეთის ზამთრის კურორტი


Baqueira-Beret ესპანეთის ზამთრის კურორტებს შორის ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებულია.

ის მდებარეობს პირინეის მთების გულში, ხეობა Naut Arán-სა , Valls d'Aneu- ში, ზღვის დონიდან 1500-2510 მეტრზე. 

კურორტი აღჭურვილია 153 კილომეტრიანი, უმაღლესი დონის სასრიალო ტრასებითა და მოსასვენებელი ადგილებით. 

ხეობაში ცხოვრობს 50-მდე ადგილობვრივი ოჯახი,  ქვის და ხის ლამაზი სახლებით. აქვეა რომაული სტილის უძველესი ეკლესიებიც.

კურორტი დაარსდა დაახლოვებით 60 წლის წინ, ადგილობრივი მოსახლეობის იდეით და მუნიპალიტეტის ხელშეწყობით.

დღეს ეს ადგილი  ევროპაში ყველაზე  პოპულარულია თხილამურების მოყვარული ტურისტებისათვის.

მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ, ნახოთ Baqueira-Beret -ის ოფიციალურ საიტზე.