ცხარე კარტოფილი (Patatas bravas)

მომზადება: 30 - 35 წუთი.
ცხობის (შეწვის) დრო: 50 წუთი.

ინგრედიენტები


  • 3 ს/კ ზეითუნის ზეთი;
  • 1 პატარა ხახვი (წვრილად დაჭრილი);
  • 2 ნივრის კბილი (წვრილად დაჭრილი);
  • 227 დაჭრილი პომიდორი;
  • 1 ს/კ ტომატ-პასტა;
  • 2 ჩ/კ ტკბილი წიწაკა;
  • 1 ს/კ მწარე წიწაკის ფხვნილი
  • ცოტა შაქარი
  • წვრილად დაჭრილი ოხრახუში (კარტოფილის მოსართავად);
  • 900 კარტოფილი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი


მომზადების წესი

სოუსი
თავდაპირველად, ტაფაში ჩაასხით ზეითუნის ზეთი და გააცხელეთ კარგად. ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოთუშეთ 5 წუთის განმავლობაში, მის კარგად დარბილებამდე. დაუმატეთ ნიორი, პომიდორი, ტომატ-პასტა, ტკბილი წიწაკა, მწარე წიწაკის ფხვნილი, შაქარი, მარილი. ეს ყველაფერი მოთუშეთ კარგად და გამუდმებით ურიეთ. ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში.

კარტოფილი
შემდეგ, წინასწარ გააცხელეთ ქურა 200 C გრადუსზე და დაუწიეთ 180 -მდე. დაჭერით კარტოფილი პატარა კუბებად, გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.  შემდეგ გაშალეთ თუნუქზე და მოასხით ზეითუნის ზეთი. შეწვით 40-50 წუთის განმავლობაში , ვიდრე კარტოფილი არ გახდება ფხვიერი და ოქროსფერი.

ბოლოს, შემწვარი კარტოფილი აირეთ კოვზით და ჩააწყვეთ წინასწარ მომზადებულ და შეცხელებულ სოუსში.

წყარო: bbcgoodfood