ქათამი და ჩორისო ბრინჯით

ინგრედიენტები: 

  • 1 ს/კ ზეთი;
  • 8 ცალი ქათმის ნაჭერი;
  • 1 დიდი ხახვი, დაჭრილი;
  • 1 წითელი წიწაკა, თესლებისგან გასუფთავებული და დაჭრილი დიდ ნაჭრებად
  • 3 კბილი ნიორი;
  • 225 გ ჩორისო (ესპანური ძეხვის სახეობა), კანგაცლილი და დაჭრილი;
  • 1 ს/კ ტომატ-პასტა;
  • 1 ს/კ ქონდარი;
  • 150 მლ თეთრი ღვინო;
  • 850 მლ ქათმის ბულიონი;
  • 400 გ გრძელ მარცვლიანი ბრინჯი;
  • 2 ს/კ დაჭრილი ოხრახუში;

  1.  გააცხელეთ ზეთი ცეცხლგამძლე ქვაბში და კარგად შეწვით ქათმის ნაჭრები ორივე მხრიდან.
  2. დაუწიეთ ქურას და დაამატეთ ხახვი და წიწაკა. მოთუშეთ 10 წუთის განმავლობაში, ვიდრე არ დარბილდება. დაამატეთ ნიორი და ჩორისო და კვლავ მოთუშეთ 2 წუთის განმავლობაში. ჩაასხით ტომატ-პასტა და ურიეთ 1 წუთის განმავლობაში.
  3. შემწვარი ქათმის ნაჭრები მოათავსეთ ბულიონში, რომელიც შეზავებულია თეთრი ღვინით და ქონდრით. აადუღეთ ყველა ერთად, ქვაბს დააფარეთ ხუფი და დაუწიეთ ქურას. ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში.
  4. ჩაამატეთ ცოტა ბრინჯი და აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში. კვლავ დაბალ ცეცხლზე განაგრძეთ მოთუშვა 15 წუთის განმავლობაში. ბულიონი ბოლომდე უნდა აორთქლდეს.
  5. ბოლოს, დაუმატეთ ოხრახუში.