10 საუკეთესო თანამედროვე ესპანელი მწერალი

ყველასათვის კარგად ცნობილია ესპანელი კლასიკოსები მწერლობის სფეროში. თუმცა, ქართველ მკითხველს არ აქვს ფუფუნება იცნობდეს თანამედროვე ესპანელ მწერლებს. წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო ნოველისტს. ესპანურ ენაზე მათი მოძიება და წაკითხვა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.




Javier Marías

ხავიერი ერთ-ერთი საუკეთესო ცოცხალი ესპანელი მწერალია. მან წერა ჯერ კიდევ თინეიჯერობისას დაიწყო. ახლა კი 60 წლის არის და მის სახელზე არაერთი ნოველაა, მათ შორის „ოჯახური დრამის“ მიმართულებით. ის ასევე არის El Pais-ის მესვეტე და მთარგმნელი. მას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის Rómulo Gallegos Prize 1994 წელს.

Rosa Montero

როზა მონტერო ერთდროულად ჟურნალისტიცაა და ნოველისტიც. მისი ნოველები ფემინისტური თემებით გამოირჩევა. მას არაერთი პრიზი აქვს მიღებული.

Enrique Vila-Matas


ენრიკე დაიბადა ბარსელონაში და მისი პირველი ნოველა Mujer en el espejo contemplando el paisaje იყო. ის ამ დროს სამხედრო სამსახურში მსახურობდა. მოგვიანებით მან ბევრი ჯილდო მიიღო სხვადასხვა ნამუშევრებისთვის.
ელვირა ყველაზე ახალგაზრდა ავტორია ამ ჩამონათვალში და მან სწორედ "საუკეთესო ახალგაზრდა ესპანურენოვანი ავტორის" ნომინაციაში მიიღო ჯილდო 2010 წელს. მან 2009 წელს დაწერა ნოველა La ciudad feliz, რომელიც ჩინელი ემიგრანტის ესპანურ ცხოვრებას ეხებოდა. ამ ნოველამ მას 2 ჯილდო მოუტანა Jaén Prize და Tormenta Prize. 2013 წელს კი ეს მოთხრობა ინგლისურადაც ითარგმნა.



Sónia Hernández

სონიამ კი "საუკეთესო ახალგაზრდა ესპანურენოვანი ავტორის" ნომინაციაში ჯილდო 2008 წელს მიიღო. მისი ნოველა Los enfermos erróneos ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ინგლისურადაც ითარგმნა.

Ildefonso Falcones

იურისტი და მწერალი ილდეფონსოს პირველი წიგნი 2006 წელს გამოიცა. ის ამ დროს 50 წლის იყო. წიგნი ეხება ბარსელობას ისტორიულ ცხოვრებას, იმ დროს როცა კატალონია იმპერია იყო. ნოველა ძალიან მალე გახდა პოპულარული და ჯილდოებიც დაიმსახურა.

Antonio Muñoz Molina

ნოველისტი და ჟურნალისტი ანტონიო ცნობილია თავისი განსაკუთრებული ნარატივით. არაერთი წარმატებული წიგნისა და ჯილდოს შემდეგ ის „ესპანეთის სამეფოს აკადემიის“ წევრი გახდა.



Julio Llamazares

ხულიო გამოირჩევა თავისი ექსტრავაგანტული სტილით, როგორც ცხოვრებაში ასევე მწერლობაში. მისი გამორჩეული ნოველა „ყვითელი წვიმა“ თავის დროზე შოკისმომგვრელი გახდა მკითხველისთვის. ეს ნოველა ჯერ კიდევ ითარგმნება მრავალ სხვადასხვა ენაზე და ხელახლა იბეჭდება გამომცემლობებში.

Felix J. Palma

ფელიქსი არის ლიტერატურის კრიტიკოსი და გამომცემელი. ის ცნობილია „მაგიური რეალობის“ ჟანრით. მისი ნოველები ძალიან ხიბლავს ახალგაზრდებს.

Carlos Ruiz Zafón
კარლოსი ცნობილია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნოველებით. მისი მისტიური გმირები ბავშვებს ძალიან უყვართ. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როდესაც პირველი ნოველა გამოაქვეყნა და წარმატებაც ხვდა წილად.

წყარო: theculturetrip.com