როგორ ვთარგმნოთ ტექსტი? - 10 რჩევა თარჯიმნებს

თანამედროვე სამყაროში ტექსტის სათარგმნად უმარავი საშუალება არსებობს. ვებ-გვერდები, აპლიკაციები და ლექსიკონები დრო და დრო უფრო იხვეწება და თითქმის ყველა ენაზეა ხელმისაწვდომია. თუმცა პროფესიული თარგმანის ხარიხსი მაინც დაბალია. განსაკუთრებით კი მაშინ თუ საქმე ტექსტის ქართულად თრგმნას ეხება და თარჯიმანი „Google translate”-ს იყენებს.

გთავაზობთ 10 რჩევას, რომელიც თარჯიმნებს გამოადგებათ:


  1. თარგმანისას არ შეგეშინდეთ ახალი საშუალებების გამოყენება (იგულისხმება სხვადასხვა ონლაინ ლექსიკონები, აპლიკაციები და ა.შ). დატესტეთ და მოირგეთ თქვენზე ის მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად დაგეხმარებათ საქმის კარგად გაკეთებაში.
  2. ნუ იქნებით ზოგადი პროფილის თარჯიმანი. აირჩიეთ რომელიმე ვიწრო მიმართულება და დასპეციალიზდით მასზე. მიმართულების არჩევისას გაითვალისწინეთ, კონკერტულად თქვენ რომელი სფერო გაინტერესებთ.
  3. ლიტერატურული ტექსტის კარგი მთარგმნელი, ამავდროულად  ვერ იქნება სამედიცინო ტერმინოლოგიის კარგი მთარგმნელიც.
  4. სანამ რამეს თარგმნით, დააკვირდით კონტექსტებს. არსებობს სინონიმები და მათი განსხვავება სწორედ რომ კონტექსტუალურია.
  5. არ გააკეთოთ ფრაზის კოპირება Google -ით ნაპოვნი რომელიმე სტატიიდან, რაც არ უნდა შინაარსობრივი დამთხვევა იყოს  მასა და თქვენს სათარგმნ მასალას შორის.
  6. ეცადეთ დამკვეთისგან მიიღოთ „შესწორებები“.  ასე ბევრად უფრო სწრაფად დახვეწთ თქვენს უნარებს.
  7. მთარგმნელობით საქმიანობაში რთულია კლიენტების პოვნა. ეცადეთ გაიჩინოთ დიდი სანაცნობო წრე, რადგან ნაცნობს ყოველთვის უფრო ენდობიან, ვიდრე სარეკლამო განცხადებაში ამოკითხულ შეთავაზებას.
  8. შესასრულებელი სამუშაოს ფასი კლიენტს უთხარით წინასწარ.
  9. გახსოვდეთ, რომ ადამიანის ტვინს 10 საათზე მეტ ხანს გადაბმულად მუშაობა არ შეუძლია. ნუ აიღებთ ბევრ საქმეს, ასე ხარისხს ძალიან გააფუჭებთ. თუ მაინც გიწევთ დიდი სამუშაოს შესრულება, გაუნაწილეთ ვინმეს ვისაც პირადად იცნობთ და ენდობით. კლიენტთან გაგზავნამდე კი, მისი ნაწილი აუცილებლად წაიკითხეთ და მოარგეთ საერთო ფორმას.
  10. ვადები.




„კარმენში“ ხშირად გვიწევს სხვისი ცუდად ნათარგმნი ტექსტების გასწორება ან ხელახლა თარგმნა. შესაბამისად, ბევრი პრაქტიკული მაგალითი დაგვიგროვდა.

გაგიზიარებთ რამდენიმე მათგანს და უმორჩილესად გთხოვთ - ასე არ თარგნოთ.

(ადვილად მიხვდებით როგორი არ უნდა იყოს თარგმანი:)

როგორი არ უნდა იყოს თარგმანი:

მაგალითები

როგორი არ უნდა იყოს თარგმანი:

მაგალითები

Se trata de una parcela con forma irregular, aproximadamente rectangular, en la que se encuentran diversos espacios libres, zona de columpios infantiles, así como dos edificaciones de propiedad Municipal: auditorio al aire libre y construcción auxiliar.
ნაკვეთი არის მართკუთხა, არარეგულარული ფორმის, რომელშიც სხვადასხვა კლირენსია, კოლომონის ბავშვთა ფართობი, ასევე მუნიციპალური ქონების ორი შენობააღია აუდიტორია  და დამხმარე ნაგებობები.
 -----------------
Actualmente la parcela es atravesada por una red de media tensión
მიწის ნაკვეთი ამჟამად გადალახულია საშუალო ძაბვის მიერ,
 -----------------
Las obras que se pretenden ejecutar consisten en:
მუშაობს, იმისთვის რომ ჩაეშვას  გასაშვებად:
 ----------------- 

- Remodelación de arboleda: La mayor parte de los árboles existentes serán talados y destoconados, con objeto de ser sustituidos por la nueva jardinería.
- წარაფის რემოდელირება: ხეების უმეტესობა მოიჭრება და დაკონსერვდება, რათა შეიცვალოს ახალი მებაღეობა.
  -----------------

se procederá al saneado y reforma del muro colindante a la entrada principal
 გამოჯანმრთელდება და გამოსწორდება მთავარ შესასვლელთან არსებული კედელი.
  -----------------

mediante su saneado y renovación de pavimento y cubierta, de tipo autoportante. Así mismo se construirá una cafetería de nueva planta con zona de terraza adyacente. Por último, se construirá una pista de baloncesto con medidas oficiales FIBA, delimitada por una malla de simple torsión de color verde y acabado plastificado.
აუდიტორიის რეაბილიტაცია  მდებარეობს სექტორში 4, იგი იქნება ჯანსაღი , განახლებული საფარით დაფარული. ანალოგიურად, აშენდება ყავის მაღაზია მე-3 სექტორში, მომიჯნავე ტერასასტან, რომელიც მალე აშენდება. საბოლოოდ, აშენდება  კალათბურთის სასამართლო ოფიციალური ზომებით FIBA-სგან  სექტორში 7-იგი შემოიფარგლება მარტივი მწვანე გრეხილით და დასრულებული პლასტიკით.