DELE-ს გამოცდა



სოფიას სერვანტესის ინსტიტუტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წელს ჩატარდება ესპანური ენის სამი საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (DELE).

გამოცდების თარიღებად განსაზღვრულია:

2017 წლის 12 მაისი სასკოლო დონეებისათვის: A1, A2/ B1
                      13 მაისი დონეებისთვის: A1, A2, B1, B2, C1, C2.

 

რეგისტრაცია დღეიდან 29 მარტის ჩათვლით,  ორშაბათი- პარასკევი, 11:00 -17:00 სთ.

 

2017 წლის 14 ივლისი დონეებისთვის: A2, B1, B2, C1.

რეგისტრაცია დღეიდან  24 მაისის  ჩათვლით,   ორშაბათი-პარასკევი, 11:00 - 17:00 სთ.

 

2017 წლის 24 ნოემბერი სასკოლო დონეებისათვის: A1, A2/ B1
25 ნოემბერი დონეებისთვის: A1, A2, B1, B2, C1, C2.

 

რეგისტრაცია დღეიდან 11 ოქტომბრის  ჩათვლით,  ორშაბათი-პარასკევი, 11:00 – 17:00 სთ.



რეგისტრაციის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფურცელი და  თან დაურთონ პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ ანგარიშზე:
 მიმღების ბანკი –  სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი TRESGE22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 302007700
დამატებით ინფორმაციაში მიუთითეთ 7710 (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
 

საგამოცდო კომისიის შემადგენლობა:

თამარ ბესელია  (უნივერსიტეტის ესპანური ენის პედაგოგი);
ირინა ჭელიძე (უნივერსიტეტის ესპანური ენის პედაგოგი);
ია კარგარეთელი (უნივერსიტეტის ესპანური ენის პედაგოგი);
ნინო ქარელი  (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის თანამშრომელი);
მაკა თაყაიშვილი (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორი).
 

გამოცდის საფასური (დონეების მიხედვით):

დონე  A1            81 ლარი       
დონე  A2            85 ლარი
დონე  B1            90 ლარი
დონე  B2            127  ლარი
დონე  C1            150 ლარი
დონე  C2            164 ლარი
 

სასკოლო დონე

დონე  A1            81 ლარი       
დონე  A2/ B1    90 ლარი