ევროპის დღე - Día de Europa 05.05.2019


📢 5 მაისს, თბილისში "ევროპის დღე" აღინიშნა.

👌 რიყის პარკში მთელი დღის განმავლობაში ევროკავშირთან დაკავშირებული ინფორმაციული და გასართობი აქტივობები მიმდინარეობდა.

🇪🇺 ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროკავშირის პროგრამები. ისინი წარმოგიდგენენ საქართველოში განხორცილებულ აქტივობებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ.

✔ "კარმენი" და მისი მოსწავლეები წარმოადგენდნენ ესპანეთის სახელმწიფოს. აქ მოსულ საზოგადოებას, ტრადიციულად, შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ესპანურ კულტურას და სამზარეულოს. ჩვენს კარავში სტუმრებმა დააგემოვნეს ესპანური სასმელი "სანგრიაც".

✔ ევროპის დღე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და თბილისის მერიის საერთო ინიციატივაა. ხორციელდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებთან და ევროკავშირის პარტიორებთან თანამშრომლობით.