ონლაინ სწავლის 5 უპირატესობა



ახალი ცოდნის შეძენა ცხოვრების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია. თანამედროვე სამყაროში კი განსაკუთრებით აქტუალური ახალი ენების სწავლაა. პანდემიამდელ სამყაროში აქტიური ცხოვრების მქონე ადამიანებს სწავლის დრო თითქმის აღარ რჩებოდათ. ახლა კი, როცა მსოფლიო ონლაინ სწავლაზე გადავიდა, მეტად რეალური და ხელშესახები გახადა დაესწრო ისეთ კურსს, რომელსაც აქამდე ვერ ახერხებდი. 

წარმოგიდგენთ 5 მნიშვნელოვან უპირატესობას, რატომაც ვთვლით, რომ მომავალი სწორედ ონლაინ სწავლებისაა:

1. გაკვეთილამდე მისვლა
ტრადიციული მეთოდიკის შემთხვევაში საგანმანათლებლო პროცესი საკლასო ოთახში მიმდინარეობს, ჩვენ კი გვიწევს ფიზიკურად მივიდეთ იქამდე. ხალხმრავალ აუდიტორიაში ხშირია ძირითადი საგნიდან გადახვევაც, არათემატური დისკუსიები, აცდენები გრაფიკში, დაგვიანება, საცობში მოხვედრა  და მსგავსი პრობლემები. ონლაინ სწავლისას კი თითქმის ყველა მათგანი ქრება. გაკვეთილზე დასაწრებად მხოლოდ ერთ ღილაკზე თითის დაჭერა გჭირდება. 

2. კომფორტი
ონლაინგანათლება კლასებისა და აუდიტორიების ხმაურიან, ხალხმრავალ და ნაკლებად კომფორტულ გარემოს სახლის სიმყუდროვით ცვლის.  ოფიციალური ტანსაცმელის ნაცვლად კი შეგიძლია გაკვეთილს მოხერხებული ხალათით ან სპორტული სამოსით დაესწრო. 

3. დანაზოგი ტრანსპორტირებაზე
როდესაც გაკვეთილზე დასასწრებად კონკრეტულ ადგილზე გიწევს მისვლა, კურსის საფასურს ტრანსპორტირების ხარჯიც ემატება. ონლაინ სწავლისას კი ეს დიდი დანაზოგია. 

4. შენზე მორგებული გრაფიკი
თუკი ადრე ახალი ცოდნის შეძენაზე უარს მხოლოდ იმიტომ ამბობდი, რომ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ქალაქის გადაკვეთა და ლექციაზე მისვლა გეზარებოდა, ახლა ეს ყველაფერი სამსახურის 1 საათიან შესვენებაზეც შეგიძლია გააკეთო. 

5. საზღვრების არ არსებობა
თუკი აქამდე შენთვის სასურველი სასწავლო პროგრამა შენს ქალაქსა და რეგიონში ხელმიუწვდომელი იყო, ახლა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია შემოგვიერთდე. 

ესპანური ენის ონლაინ კურსებზე ჩასაწერად ეწვიეთ ლინკს: http://carmen.ge/?page_id=18