რა უნდა ვნახოთ ესპანეთში პანდემიის დასრულებისთანავე

 




ვიდრე მსოფლიო ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნდება და ვიდრე ესპანეთის თვითმფრინავის ბილეთს რეალურად შეიძენთ, მანამდე შეგიძლიათ დეტალურად დაგეგმოთ რას ნახავთ  სამხრეთ-დასავლეთი ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ, შთამბეჭდავ, უნიკალურ და ეგზოტიკურ ქვეყანაში. 


გაუდის არქიტექტურა


გაუდის ცნობილი და უნიკალური არქიტექტურის ნახვა ბარსელონაში ყველაზე კარგად შეგიძლიათ. გაუდის პირველი ნამუშევრები გოთიკურ და ტრადიციულ ესპანურ არქიტექტურულ სტილშია შესრულებული, თუმცა ის მალევე ანვითარებს საკუთარ გამორჩეულ სტილს, რომელსაც არტ- ნუვოს, ანუ მოდერნს მიაწერენ.

The Sagrada Familia - ყველაზე ცნობილი ტაძარია ბარსელონაში, რომლის მშენებლობაც ანტონიო გაუდიმ 30 წლის ასაკში დაიწყო და ამას თავისი ცხოვრების 15 წელი დაუთმო . პროექტის დასრულება კი უდროოდ გარდაცვალების გამო ვერ მოასწრო, ვინაიდან წინასწარი მონახაზების გარეშე მხოლოდ საკუთარი წარმოსახვის საფუძველზე მუშაობდა. 





ფლამენგოს შოუ

ფლამენგო, ეს არის ხალხური სიმღერის თანამედროვე ფორმით გადმოცემა. ფლამენგოს მუსიკა შეიძლება მოისმინოთ სევილიის ბაღებში სრული ორკესტრის შესრულებით ან მთვრალი ბოშების მიერ ტავერნაში ან ახალგაზრდული სპორტული მანქანების სტერეოდან. და მაინც საუკეთესო ფლამენგოს შოუს ესპანეთში ბოშების ქორწილში ნახავთ - სევილიაში ან მადრიდში.




მადრიდის სამი ძირითადი მუზეუმი

ეს სამი ძირითადი მუზეუმია - რეინა სოფიას ხელოვნების ცენტრი, დელ პრადოს მუზეუმი, ტისენ ბორნემიზას მუზეუმი. ბოლო ასწლეულის ორი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოანი ხელოვანის პაბლო პიკასოსა და სალვადორ დალის სამშობლო სწორედ რომ ესპანეთია - ორივე მხატვრის ორიგინალი ნამუშევრების ნახვა მადრიდის სამი ძირითადი მუზეუმიდან ერთერთში რეინა სოფიას ხელოვნების ცენტრშია შესაძლებელი. ვინც ამ მხატვრების ნამუშევრებით ვერ დაკმაყოფლდება, დელ პრადოს მუზეუმს ეწვიეთ და მე-14-დან მე-19 საუკუნეების ელ გრეკოს, გოიასა და ვალასკესის ნამუშევრებით დატკბით.





დააგემოვნეთ ნამდვილი ესპანური Tapas

მიუხედავად იმისა, რომ Tapas დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელს მსოფლიოში და ბევრი ცნობილი მზარეული ამ პატარა, გემრიელი პორციების შექმნას სხვადასხვანაირად ცდილობს, დედამიწაზე არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელიც ესპანეთის ტაპას კულტურას შეესაბამება.

ესპანეთის ზოგიერთ ქალაქში, მაგალითად გრანადაში სასმელთან ერთად Tapas უფასოდ შეგიძლიათ მიირთვათ.



იბიცა


აპრილის თვიდან ოქტომბრამდე არ არის უფრო დიდი წვეულების ადგილი ვიდრე იბიცა. მისასალმებელი წვეულებები, დასამშვიდობებელი წვეულებები აქ ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ზაფხულის კლუბების გახსნას ასეტი ცხოვრების მოყვარულები დიდი ენთუზიაზმით მიესალმებიან. მოემზადეთ დახარჯოთ იმაზე მეტი, ვიდრე აპირებდით, რადგან აქ კლუბებში შესვლა 80 ევროზე ნაკლები არ ღირს.




ფესტივალი La Tomatina


ეს ფესტივალი ალბათ ყველას სიაში საპატიო ადგილს იკავებს, რადგან ალბათ ყველაზე ორიგინალური ფესტივალია მსოფლიოში. წვეულება მასიური ფიესტით იწყება, მეორე დილით კი, ათასობით ადამიანი პომიდვრით ხელში მზადაა შეტევისთვის. ეს საჭმლის მონაწილეობით ყველაზე დიდი ბრძოლაა მსოფლიოში, ამასთანავე დარწმუნდით, რომ თქვენი პომიდორი დაჭყლეტილია :)) რადგან მხიარულებასთან ერთად ზიანის მოყენებაც შეუძლია. როგორც კი მონაწილეები ფინიშის ხმას გაიგონებენ ყველა დასაბანად ან ბარში მიემართება და მხიარულებას აგრძელებს.




შოკოლადის მუზეუმი ბარსელონაში

ბარსელონას საკონდიტრო გილდიამ შექმნა შოკოლადის მუზეუმი, რათა ამ ტკბილეულის ისტორია და განვითარების ეტაპები გადმოეცა. აქ არის ქანდაკებები რომლლებიც ამ ეტაპებს ასახავენ.

მუზეუმის შესასვლელთან სტუმრებს თეთრი შოკოლადის მაიმუნი ხვდება სახელად „სნოუი“ . სკულპტურებს შორის რამდენიმე ცნობილი „მოღვაწეც“ გვხვდება, როგორებიცაა მინი მაუსი და ლუი არმსტრონგი.




რონდას ხედები

ბრწყინვალე ხიდი ძველ და ახალ ქალაქს აერთიანებს. აქედან კი ულამაზესი ხედები იშლება ანდალუზიის მთებით . დარწმუნდით რომ თქვენი კამერა მწყობრშია, რადგან როგორც ამბობენ აქაური სილამაზით ტურისტები ზედმეტად მოხიბლულები რჩებიან.