ინა პეტრიაშვილი


რატომ გადაწყვიტე კარმენში სწავლა?

"კარმენში" სწავლა ბევრი მიზეზის გამო გადავწყვიტე. ჩემი მეგობარი სწავლობდა ამ ცენტრში და სულ გვიყვებოდა, რომ ძალიან კარგი სწავლა და მეგობრული გარემოა.
DELE-ს (ესპანური ენის საერთაშორისო სერტიფიატის) გამოცდაზე მინდოდა გასვლა და რადგან ბევრი ჩემი მეგობარი და ნაცნობი მირჩევდა კარმენს გადავწყვიტე DELE- მოსამზადებელ კურსზე ჩავწერილიყავი.
პირველივე დღეს ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რადგან არ გავდა ტიპიურ, მოძველებული სტილის მეცადიონეობებს. გვასწავლიდნენ თანამედროვე და სახალისო მეთოდებით. მომეწონა აგრეთვე ის ესპანური გარემო რაც ცენტრში დავინახე: ესპანურენოვანი ხალხი, თვით ესპანელები, უამრავი ესპანური წიგნი, სურათები, რუქები და .. კარმენი ჩემთვის "პატარა ესპანეთია" თბილისში.

რა მოგცა კარმენმა?

"კარმენმა"
მომცა ის ცოდნა, რომლის მეშვეობითაც რამდენიმე თვეში ჩავაბარე დელეს გამოცდა და ავიღ პირველი, ესპანური ენის სერტიფიკატიუნივერისტეტშიც ვსწავლობდი ესპანურ ენას, მაგრამ მხოლოდ "კარმენში" მომეცა საშუალება მქონოდა ესპანურად საუბრის პრაქტიკა, ესპანელებთან რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, და "კარმენის" მეშვეობით შევიძინე ბევრი მეგობარი , რომლებიც ძალიან მიყვარს და ვაფასებ.