Tertulia

17 იანვარს, ცენტრი "კარმენის" ორგანიზებით მოეწყო Tertulia, რომელსაც ახლად გახსნილმა ესპანურმა რესტორანმა უმასპინძლა. საღამოს ესწრებოდნენ საქართველოში მცხოვრები ესპანელები და "კარმენის" მოსწავლე-მასწავლებლები. შეკრებილმა ესპანურენოვანმა საზოგადოებამ დააგემოვნა ესპანური კერძები. Tertulia "კარმენის" ორგანიზებით ყოველ ხუთშაბათს ესპანურ რესტორანში იმართება. საღამოზე დასწრება თავისუფალია. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე - Tel.: 2 141927