ჩვენ ცხრაწლიანი გამოცდილებით გემსახურებით

19 ნოემბერი ესპანური ენისა კულტურის ცენტრ კარმანის დაბადების დღეა. ცენტრი 2004 წელს დაარსდა და  ამ ცხრა წლის განმავლობაში ემსახურება ესპანური ენისა და კულტურის გავრცელება-პოპულარიზაციას საქართველოში.

გასული ცხრა წლის განმავლობაში „კარმენმა“  შეძლო, ყოფილიყო ესპანური ენის ერთადერთი ცენტრი საქართველოში და ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც თავის სტუდენტებს აძლევს რეალურ შანსს, მიიღონ ევროპული განათლება და სწავლა განაგრძნონ ესპანეთის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში.

გასული ცხრა წლის განმავლობაში მოვახერხეთ, მოსწავლეებისთვის შეგვეთავაზებინა არა მხოლოდ ადგილობრივი რესურსებით სწავლება და ადგილობრივი პროგრამები, არამედ საერთაშორისო მონაწილეობა.


შედეგად, ამ დროისთვის, ჩვენს მოსწავლეებს ვთავაზობთ:

 v  ენის საზაფხულო კურსებს მალაგის და სანტანდერის უნივერსიტეტებში!

 v  ენის ზამთრის კურსს ბურგოსის უნივერსიტეტში!

 v  ონლაინ კურსს ბურგოსის უნივერსიტეტში!

 v  მონაწილეობას ევროკავშირის ახალგაზრულ პროგრამებში!

 v  მონაწილეობას საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში!

  vდახმარებას ესპანური საბაკალავრო და სამაგისტრო  პროგრამების შერჩევასა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვაში!

 v  DELE -ს საერთაშორისო  დიპლომის მიღებას!


„19 ნოემბერი „კარმენი“ დაბადების დღეა. დღეს ჩვენ 9 წელი შეგვისრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მთლიანად ცენტრი და ჩვენი მასწავლებლები ცხრაწლიანი გამოცდილებით ვემსახურებით ჩვენს მოსწავლეებს. საგნამანათლებლო სფეროსა და პედაგოგიკაში გამოცდილება უმნიშვნელოვანესია. ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ვართ ესპანური ენისა და კულტურის ერთადერთი  ცენტრი საქართველოში და ამავდროულად საკმარისი გამოცდილების მქონე. ამ ცხრა წლის განმავლობაში მთელი ძალებით ვცდილობდით მოსწავლეებისთვის შეგვეთავაზებინა სწავლების ევროპული ხარისხი და ხელი შეგვეწყო მათთვის საერთაშორისო პროგრამებში ჩართულობასა და იქაური განათლების მიღებაში. დღეს შეგვიძლია ვთქვა, რომ ეს ნამდვილად გამოგვივიდა. ყოველწლიურად ჩვენი მოსწავლეების 60% იღებს DELE -ს საერთაშორისო დიპლომს და უმეტესობა მათგანი ჩვენთან ნასწავლი ესპანურით აბარებს იქაურ უნივერსიტეტებში. ეს ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი არ არის. მუდმივად მიბრძვით მეტი და მეტი სიახლისთვის, რომელსაც ჩვენს მოსწავლეებს შევთავაზებთ. ვულოცავ ჩვენს ყველა მასწავლებელს და ყველა მოსწავლეს,“- განაცხადა „კარმენის“ დირექტორმა ნათია ახალაიამ.