თევზის პუდინგი მადრიდულად

მასალა: 
** 200 გ თევზი 
** 100 გ პამიდორი 
** 10 გ ზეთი 
** 5 გ ორცხობილას ფხვნილი 
** პილპილი, მარილი – გემვნებით .


თევზი მსუბუქად მოვშუშოთ, დავჭრათ ნაჭრებად და გავაცალოთ შეძლებისდაგვარად ფხები. პამიდორს დავასხთ მდუღარე წყალი, გავაცალოთ კანი, მოვშუშოთ ზეთში მოხარშვამდე. შემდეგ პამიდორი ავურიოთ თევზში, დავამატოთ მარილი, პილპილი და გადავიტანოთ ცხიმცასმულ ორცხობილის ფხვნილმოყრილ ქვაბში. მოვამზადოთ პუდინგი ორთქლზე 1 საათის განმავლობაში. მაგიდასთან მივიტანოთ ცხელ-ცხელი და მოვასხათ გამდნარი კარაქი ან მაიონეზი. 

წყარო: