ესპანური სენდვიჩი

მასალა: 

**80 გ. ხახვი 
**80 გ. ბულგარული წიწაკა 
**10 გ. ზეთი 
**10 გ. ლიმონის წვენი 
**10 გ. კეტჩუპი 
**50 გ. თეთრი პური 
**20 გ. ყველი 
**შაქარი 
**მარილი 
**დაფქული წითელი წიწაკა.

მომზადების წესი: 

ხახვი და ბულგრული წიწაკა დავჭრათ რგოლებად და მოვშუშოთ ძეთში შერბილებამდე. ლიმონის წვენით, კეტჩუპით, შაქრით, მარილით, პილპილით მოვამზადოთ მარინადი, ჩავაწყოთ მასში მოშუშული ბოსტნეული და გავაჩეროთ 10-12 საათი. პურის ნაჭრები შევწვათ, დავაწყოთ ზემოდან მარინადში ჩადებული ხახვი და წიწაკა, ხოლო ზემოდან დავადოთ ხმელი ყველის ნაჭერი. სენდვიჩი შევდოთ გახურებულ ღუმელში და გავაჩეროთ მანამ, სანამ ყველი არ დაიწყებს დნობას. 

წყარო: