ქათამი მადრიდულად

მასალა: 

**200 გ ქათამი 
**40 გ ხახვი 
**50 გ ქამა სოკო 
**20 გ კარაქი 
**50 გ კარტოფილი 
**40 გ ბულგარული წიწაკა 
**30 გ თეთრი ღვინო 
**პილპილი და მარილი.


ქათამი გამოვშიგნოთ, გავრეცხოთ და შიგნიდან მოვაყაროთ პილპილი და მარილი. დაჭრილი ხახვი შევწვათ კარაქში და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქამა სოკო, დავუმატოთ ცოდაოდენი წყალი, მოვშუშოთ მომზადებამდე. მომზადების შემდეგ ამოვავსოთ ამ ნარევით ქათამი, გავკეროთ და შევწვათ ყველა მხრიდან დარჩენილ ცხიმში. 15 წუთის შემდეგ ტაფაზე დავაწყოთ დაჭრილი კარტოფილი და თხელ რგოლებად დაჭრილი წიწაკა შემდეგ დავასხათ ღვინო, ისევ ცოტაოდენი წყალი და მოვშუშოთ მომზადებამდე.

წყარო: