GASPACHO - გასპაჩო!!!

7-8 მწიფე პომიდორი (1,2 კგ)
1-2 მწვანე ბულგარული წიწაკა
1-2 საშუალო ზომის კიტრი
1 - ხახვი
1 კბ. ნიორი
100 გრ პური (1-2 ნაჭერი)
ზეითუნის ზეთი
ძმარი
მარილი და საჭიროებისას ოდნავ ცივი წყალი
მომზადების წესი:
პომიდორს შემოაცალეთ კანი, დაჭერით და მოათავსეთ ბლენდერში. დაამატეთ ოთხად დაჭრილი ხახვი, მწვანე ბულგარული წიწაკა, კიტრი, ნიორი, პური, ზეითუნის ზეთი (თვალის ზომით, დაახლოებით 5 სუფრის კოვზი), ძმარი (დაახლოებით 2-3 სუფრის კოვზი) და მარილი.
ყველაფერი კარგად დააბლენდერეთ და სუპი მზად არის!
სუპი მიირთვით ცივად.
