ესპანური ომლეტი

ინგრედიენტები:
კარტოფილი  - 5-7 ც.;
კვერცხი  - 5 ც.;
ბულგარული წიწაკა - წითელი და მწვანე (თითო-თითო ცალი);
პომიდორი;
მარილი და პილპილი - გემოვნებით;
ხახვი - 1 თავი

მომზადების წესი:

დაჭერით ხახვი დიდ მრგვალ ნაჭრებად.  გათლილი კარტოფილი და დაჭერით თხელ ფირფიტებად( ჩიფსების მსგავსად). ეს ორი ერთად შეწვით ტაფაზე. მაქსიმალურად გადაუწურეთ ზედმეტი ცხიმი. შეურიეთ ათქვეფილი კვერცხი, წვრილად დაჭრილი ბულგარული და პომიდორი. დაამატეთ მარილი, პილპილი და დააბრუნეთ დაბალ ცეცხლზე, მოასწორეთ ზედაპირი და თავდახურული შეწვით. ქვედა მხრიდან რომ მომზადდებაამოაბრუნეთ მთლიანი მასა ერთად და მეორე მხრიდანაც შეწვით.