პაეია (Paella) ქათმით


ინგრედიენტები:
  • ქათმის ბულიონი 250 მლ
  • ხახვი 1 ცალი
  • ქათმის ფილე 4
  • შებოლილი სოსისი 2
  • მოხარშული ბრინჯი 750 გრ
  • გაყინული ბარდა 250 გრ
  • კარაქი 1 სკ
  • ტომატი 125 გრ
  • ლიმონის წვენი 125 მლ
  • ზაფრანა 1/4 ჩკ
  • კრევეტი 10 ცალი
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით


მომზადების წესი: 
გააცხელეთ გრილი საშუალო ტემპერატურამდე და დააფინეთ ფოლგ.
ერთმანეთში აურიეთ ლიმონის წვენი, ქათმის ბულიონი და ზაფრანა. მოათავსეთ ქვაბში და ადუღეთ. გააჩერეთ ხუთი წუთის განმავლობაში. ჩაასხით გადმნარი კარაქი, დაამატეთ მარილი და შავი წიწაკა.
ცალკე, დაჭერით  ქათმის ფილე და სოსისები. აურიეთ ლიმონის მასასთან. ფილე მოათავსეთ ფოლგაზე და შეწვით 5 წუთის განმავლობაში, დაამატეთ სოსისი და დატოვეთ კიდევ ცოტახანს, სანამ სოსისი მთლიანად არ შეიწვება.
წინასწარ მოხარშულ ბრინჯს გადაასხით ლიმონის მასა (რაც, თავდაპირველად მოვამზადეთ) და ტომატის სოუსი. ფოლგისგან შექმენით ჩანთის ფორმა, გადაიტანეთ მასში ბრინჯი, ბარდა და კრევეტები. დაკეტეთ "ჩანთა"და ასე გააჩერეთ, რათა, ყველა ინგრედიენტი კარგად მოიხარშოს და შეერწყას ერთმანეთს.

გააჩერეთ ფოლგა ცეცხლზე მაქსიმუმ 10 წუთის განმავლობაში და მუდმივად უცვალეთ გვერდი და ატრიალეთ, სანამ, ბრინჯი ძალიან არ გაცხელდება.