12 ულამაზესი პატარა ქალაქი ესპანეთში


12. Salamanca

Salamanca  მდებარეობს ესპანეთის ცენტრში. ის გამოირჩევა განსაცვიფრებელი ხედებით, რომლის დიდი ნაწილიც ქვიშის ქვებია.

სწორედ ამ ქვების გამო ტურისტები მას „ოქროს ქალაქსაც“ ეძახიან, რადგან მზის ჩასვლისას ყვითელი ქვები სხივებს ირეკლავს და ყველაფერს ოქროსფერი გადაჰკრავს.
 Salamanca  1218 წლიდან არის საუნივერსიტეტო ქალაქი და ის დღემდე ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპის საუნივერსიტეტო ქალაქებს შორის.

ქალაქი სავსეა ისტორიული არქიტექტურით. მათ შორის მე-12 და მე-15 საუკუნის კათედრალებითა და სხვა ნაგებობებით. Salamanca-ს დათვალიერება Plaza Major-დან უნდა დაიწყოთ.



11. Granada

Granada  მდებარეობს ესპანეთის მთების Sierra Nevada-ს ძირში. ის ანდალუსიის რეგიონის დედაქალაქია. ქალაქში ყველაზე ცნობილი მოსანახულებელი ადგილი არის Alhambra. აქ თქვენ ნახავთ ულამაზეს შადრევნებს, ბაღებს და ა.შ. მე-13 საუკუნის ძეგლი - Alhambra  სწორედ ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.


10. Bilbao

Bilbao არის ესპანეთის ყველაზე დიდი საპორტო ქალაქი. თუმცა, თუ ამ ქალაქში მოგზაურობას გადაწყვეტთ, ნახავთ ძალიან საინტერესო არქიტექტურას და ფასადებს.  
მთავარი სანახაობა ქალაქში კი არის  Guggenheim Bilbao-ს  მუზეუმი. ეს მუზეუმი 100-ზე მეტ გამოფენას მასპინძლობს, რომელიც თანამედროვე ხელოვნებას ეხება.

ქალაქის ძველ ნაწილში მდებარეობს ისტორიული ეკლესია. ის 1300 წელსაა აგებული და  საინტერესო არქიტექტურით გამოირჩევა. ასევე ნახავთ მე-16 საუკუნის ბაზილიკას, რომელიც მოხატულია ბაროკოს სტილის  იტალიელი წარმომადგენლის Luca Giordano-ს მიერ.


9. Logroño

ეს ქალაქი ესპანეთის ჩრდილოეთით მდებარეობს. ის შუა საუკუნეების დროინდელი ძეგლია და ტურისტებს სწორედ ძველი ქალაქის ცენტრი იზიდავს. ამ ქალაქში მრავლად ჩადიან პილიგრიმები, მათი მთავარი მოსანახულებელი ადგილი არის Saint James.
აქვე შეგიძლიათ არაჩვეულებრივი ღვინის დაგემოვნება.


8. Girona

Girona  მდებარეობს ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კატალონიის რეგიონში. ეს არის შუა საუკუნეების დროინდელი ქალაქი თავისი მდიდარი წარსულით.

ქალაქის ცენტრში, შეგიძლიათ, ერთდროულად ნახოთ რომანული კედელი, მავრიტანული აბანო და გოთიკური ეკლესია.

ადვილია დაიკარგოთ ვიწრო ქვაფენილიან ქუჩებში, რომელიც საოცარი სილამაზისაა. თუ ამ ქალაქში მოხვდებით, ისე არ დაბრუნდეთ უკან, რომ არ ახვიდეთ 89 საფეხურზე, რომელიც  Girona Cathedral-ზე ადის და იქიდან ულამაზესი ხედი იშლება.  


7. Pamplona

Pamplona  Navarra-ს რეგიონის დედაქალაქია. Pamplona ცნობილია ყოველწლიური ღონისძიებით „ხარების რბოლა“, რომელიც ადგილობრივი ფიესტის San Fermín-ის ნაწილია.  ქალაქის ცენტრში მდებარეობს ისტორიული სკვერი და ეკლესია. აქ ასევე ნახავთ ერთ-ერთ საუკეთესო მუზეუმს.


6. Jerez de la Frontera

ტურისტებში ყველაზე პოპულარული ადგილი ანდალუზიის მხარეს არის პატარა ქალაქი Jerez del Frontera, რომელიც მათ ღვინის განსაკუთრებული სახეობით იზიდავს.

ქალაქის მთავარი სანახაობა კი არის  Alcazar, რომელიც 1255 წელს აიგო. აქ ნახავთ მეჩეთს და არაბულ აბანოებს. აქვეა მუზეუმები - „საათების მუზეუმი“ და „ფლამენგოს მუზეუმი“.


5. Valencia

Valencia   ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ის ყოველთვის იყო ესპანეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი და ყოველთვის იზიდავდა ტურისტებს, თუმცა, ბოლო წლებში მან სახელი თანამედროვე, 21-ე საუკუნის არქიტექტურით გაითქვა. მას მომავლის და ხელოვნების ქალაქსაც ეძახიან.


4. Ourense

Ourense არის გალისიის პროვინციის დედაქალაქი. ის მდინარე Miño-ს გასწვრივ მდებარეობს და ცნობილია ულამაზესი ხიდებით ამ მდინარეზე.  სხვა ქალაქების მსგავსად, აქაც ტურისტებს ძალიან მოსწონთ ქალაქის ცენტრში მდებარე ძველი სკვერი.


3. Burgos

Burgos  კასტილიის დედაქალაქია და 500 წელს ითვლის. ის დიდ როლს თამაშობს ესპანეთის ისტორიაში.  ეს ქალაქი ცნობილია, როგორც „ევროპული კულტურის ქალაქი“. ძველი უბანი შემოსაზღვრულია მწვანე სივრცეებით. ულამაზეს ბაღებთან ერთად, აქ იხილავთ პარკს რომელიც მდინარე Arlanzón-ის სანაპიროზე მდებარეობს და მას  Paseo de la Isla ჰქვია.


2. Santillana del Mar

Santillana del Mar მდებარეობს კანტაბრიის რეგიონში, ესპანეთის ჩრდილოეთით. ის ცნობილია უძველესი უბნით. მიუხედავად იმისა, რომ მის სახელწოდებაში სიტყვა ზღვა ურევია, ის შემოსაზღვრულია მიწით. ერთ-ერთ ცნობილ სანახაობას წარმოადგენს მე-12 საუკუნის Colegiata de Santa Juliana. ეს არის რომაელების სასახლეები.


1. Huesca


ეს პატარა ქალაქი მდებარეობს ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, Aragon -ის რეგიონში. აქ ტურისტებს პირველ რიგში სათხილამურო ტრასა იტაცებთ, რომელიც პირინეის მთებში მდებარეობს.  Miguel Servet -ის პარკი არის ქალაქის ყველაზე დიდი მწვანე ადგილი.