Ciné-Corto Festival - მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

4-5 ივნისს კახა ბენდუქიძის დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსის კულტურის ცენტრში გაიმართება მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი - Ciné-Corto Festival.

Ciné-Corto Festival  საქართველოში პირველად ტარდება და მას ორგანიზებას უწევს თავისუფალი უნივერსიტეტი, საერთაშორისო ორგანიზაცია აისეკი, ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის საელჩო  და ესპანეთის საელჩოს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. 

ფესტივალის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს ეძლევა საშუალება,  2 დღის განმავლობაში ნახოს EICAR-ის (International Film and Television School of PARIS), 2425 Films და სხვა ფრანგული კომპანიების მიერ გადაღებულ მოკლემეტრაჟიანი ფილმებ.

გარდა ამისა, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად, მოეწყობა ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებსაც.

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში ესპანური და ფრანგული კულტურების პოპულარიზაციას, ასევე დამწყები ქართველი რეჟისორების ხელშეწყობას.

ფესტივალის გახსნას დაესწრებიან საფრანგეთისა და ესპანეთის საელჩოს რწმუნებული.


პარტნიორები არიან: ესპანური ენისა და კულტურის ცენტრი Carmen, Caucasus Business Week, EICAR, Tenuta Roletto, Windfors, Red Bull, Marani Sanavardo.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ-ფეიჯზე. 

ფესტივალის პროგრამას მალე შემოგთავაზებთ.