ესპანეთის 7 ქალაქი, სადაც უნდა იმოგზაურო იქამდე, სანამ ბავშვები გეყოლება

  .... ანუ ქალაქები, ღამის გართობისთვის....

7. Barcelona
ბარსელონა მსოფლიოში სიდიდით მეორე ქალაქია, რომელიც ღამის ცხოვრებისთვისაა განკუთვნილი. როგორც წესი, აქ საღამო ბარში სასმელთან და „ტაპასთან“ ერთად იწყება და დილამდე ცეკვით გრძელდება.

6. Estepona
ესტეპონა არის ულამაზესი ადგილი შვებულების გასატარებლად. ეს არის 21 კილომეტრიანი ოქროსფერი ქვიშიანი სანაპირო ზოლი. აქვეა ‘Costa Natura’  - ნუდისტური პლაჟი.


5. Seville
თუ თქვენ გინდათ რომ ჭეშმარიტი ანდალუზია იხილოთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ სევიიას. ეს ქალაქი არის Tapas და ფლამენკოს მუსიკის სამშობლო. აქვე იხილავთ სხვადასხვა თეატრებს და წარმოდგენების ადგილებს. მიირთმევთ უგემრიელეს საჭმელს და მოისმენთ ტრადიციულ ესპანურ მუსიკას.

4. Bilbao
ბილბაო არის ევროპული ხელოვნების ერთ-ერთი ცენტრალური ქალაქი. აქ არის ძალიან ცნობილი მუზეუმი - Guggenheim.  

3. Marbella
მარბეია არის საზღვაო ქალაქი. თუ კარგად გართობა გინდათ, აქ ბავშვებთან ერთად არ უნდა წახვიდეთ. ეს კურორტი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული. Puerto Banus არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ადგილი, რომელიც ბარების, რესტორნებისა და ღამის გართობისთვისაა განკუთვნილი.

2. San Sebastian
სან სებასტიანი არის საჭმლის სამოთხე. ესპანეთში ვერსად ნახავთ ამდენი სახეობის საჭმელს, რაც აქ არის წარმოდგენილი.

1. Ibiza

იბიცა ყველასათვის ძალიან ცნობილი საკურორტო ქალაქია, რომლის ღამის ცხოვრებაზეც მთელს მსოფლიოში ლეგენდები დადის. ცხადია, აქაც ვერ წაიყვანთ ბავშვებს. უმჯობესია პარტნიორთან ერთად, ან სულაც მარტო გაერთოთ.