წიგნის საერთაშორისო დღე "კატალონიურად"


23 აპრილს საქართველოში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიების ორგანიზატორები "კარმენი" და "ბიბლუსი" არიან.

ამ დღეს ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წიგნებისა და ავტორებისადმი პატივისცემას გამოხატავენ.

ტრადიცია სათავეს კატალონიაში იღებს. 1923 წლის 23 აპრილს კატალონიაში პირველად მოეწყო ეს ფესტივალი.

ძველისძველი კატალონიური ტრადიციის მიხედვით, ერის მფარველი წმინდანის, წმინდა გიორგის სახელობის დღეს ბარსელონელები და ქალაქის ირგვლივ მცხოვრებნი ერთმანეთს ყვავილებს ჩუქნიდნენ. ცხადია, იმ დღეს მებაღეებს უამრავი მუშტარი ჰყავდათ. წიგნით მოვაჭრეთა გილდიას ეს ფაქტი ძალიან მოეწონა და 1923 წლის 23 აპრილს, წმინდა გიორგისა და ვარდების სახალხო დღესასწაულზე, მათ კატალონიაში მცხოვრებლებს ყვავილებთან ერთად წიგნებიც აჩუქეს. ინიციატივა კი იმითა ახსნეს, რომ ეს თარიღი მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეა.

1995 წელს კატალონიამ იუნესკოს ადგილობრივი დღესასწაულის შესახებ მოახსენა, მის ინიციატივას გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციაც შეუერთდა და გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის დღედ გამოცხადდა.

პროგრამა:

23 de abril – Día Mundial del Libro

- El domingo, día 23 de abril, por primera vez el Día Mundial del Libro se celebraráen Tbilisi al estilo catalán – el día de San Jordi.
- En el marco del evento estará presentada la poesía española, la música y los bailes.
- Se hará la proyección de los dibujos animados para los niños.
- Los invitados estarán atendidos por los actores disfrazados de Sancho Panza y Don Quijote.
- Los organizadores del evento son el Centro de Lengua y Cultura española Carmen y la Librería Biblus.

Programa:
- 13:00 horas – Feria de las flores
- 15:00 horas – Dibujos animados ¨Don Quijote¨
- 18:00 horas – Velada de poesía y música

¡30 % de descuento 100 Top Libros!
¡Sangría para levantar el ánimo!

¡Ven a disfrutarlo con nosotros!
Asistencia libre

Dirección: Galería BIBLUS
     Avda. I. Chavchavadze № 7



ღონისძიების შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე: