ენების ევროპული დღე - Día Europeo de las Lenguas

➡ ენების ევროპული დღე - Día Europeo de las Lenguas_2018_09_30





უკვე მეშვიდე წელია, სექტემბრის ბოლო კვირას საქართველოში, ისევე როგორც ევროსაბჭოს წევრ 47 სხვა ქვეყანაში, ვზეიმობთ ენების ევროპულ დღეს!

30 სექტემბერს თბილისის გოეთეს ინსტიტუტში 8-დან 18 წლამდე მოსწავლეებს მორიგი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები, კონკურსები და უამრავი პრიზი ელოდებათ.

მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გოეთეს ინსტიტუტის ეზოში 10:00 საათზე დაიწყება. ღონისძიება ოფიციალურად 11:00 საათზე გაიხსნება .

ღონისძიება არაჩვეულებრივ კონკურსებს, ვორქშოფებსა და სადემონსტრაციო გაკვეთილებს მოიცავს. მოსწავლეებს შეეძლებათ უკეთ გაეცნონ ევროპის სხვადასხვა ხალხების კულტურულ თავისებურებებს და მიიღონ პრიზები.

ძვირფასო ბავშვებო და მშობლებო!

მობრძანდით, გაერთეთ და შეიტყვეთ მეტი ევროპის შესახებ, რომელიც მრავალი ენის და კულტურის სახლია!


Querdi@s!
⏩ Ya falta poco hasta el día 30 de septiembre.
⏩ Un año más tenéis la oportunidad de participar en este evento y compartir con nosotros la alegría de poder comunicaros con la gente en diferentes idiomas y ,por supuesto, ganar los premios de los organizadores del evento y asistir a las clases de español impartidas por los profesores del centro CARMEN!
#nodejesdeescapartuoportunidad.ge