19 ნოემბერი "კარმენის" დაბადების დღეა!


19 ნოემბერი "კარმენის" დაბადების დღეა.  ცენტრი 2004 წელს დაარსდა და მას შემდეგ ემსახურება ესპანური ენის და კულტურის საქართველოში გავრცელება-პოპულარიზაციას.


8 წლის განმავლობაში  "კარმენმა" მოიპოვა დიდი გამოცდილება და დაიმკვიდრა სახელი, როგორც ესპანური ენისა და კულტურის ერთ-ერთმა საუკეთესო კულტურულ-საგანმანათლებლო კერამ თბილისში. დაამყარა მნიშვნელოვანი ურთიერთობები ესპანეთის სხვადასხვა საგნამათლებლო დაწესებულელებთან. მათ შორის ქალაქ მალაგის უნივერსიტეტთან, სადაც "კარმენის" მოსწავლეები  2007 წლიდან მოყოლებული ყოველ ზაფხულს მიემგზავრებიან.


ეპანური ენისა და კულტურის ცენტრი დაარსებიდან დღემდე სტუდენტებს სთავაზობს მეგობრულ გარემოს და სწავლების უმაღლეს ხარისხს.  

კვალიფიციური მასწავლებლები მაქსიმალური ინტელექტუალური რესურსის გამოყენებით უზრუნველყოფენ სტუდენტთა კომფორტს.

ცენტრის გარემო და მასწავლებელთა გამოცდილება ქმნის იდეალურ პირობებს არა მხოლოდ ესპანური ენის შესწავლისათვის, არამედ ესპანური კულტურის გაცნობისა და შეთვისებისთვის

"კარმენის" ადმინისტრაცია ყოველთვის ორიენტირებულია სტუდენტების მოთხოვნებსა და მათი აზრის გათვალისწინებაზე.

ამ 8 წლის განმავლობაში "კარმენმა"  ასეულობით  სტუდენტს შეასწავლა ესპანური ენა. შემოგვიერთდით თქვენც  და გაიზიარეთ ჩვენი რვაწლიანი გამოცდილება