გიორგი ინალიშვილი

რატომ გადაწყვიტე "კარმენში" სწავლა?

მინდოდა ძალიან რომელიმე ენის სწავლა, თუმცა დიდხანს ვერ ვწყვეტდი. კიდევ დიდხანს მომიწევდა ფიქრი, რომ არა ერთი „მოვლენა“: - ერთ მშვენიერ დღეს სრულიად შემთხვევით ტელევიზიით ვიხილე ცენტრ “კარმენიდან“ რეპორტაჟი - თუ არ ვცდები, კურსდამთავრებულთათვის სერთიფიკატების გადაცემა იყო.
ეს, დაახლოებით, 2009 წლის მაისში იყო. ძალიან დავინტერესდი ამ ცენტრით, და, რა თქმა უნდა, ესპანურით. როგორც კი სასწავლო წელი დაიწყო „ კარმენს“ მივადექი :D სიმბოლური იყო ის ფაქტი, რომ პირველი გაკვეთილი 12 ოქტომბერს მქონდა (ესპანეთის ეროვნული დღე) :)

რა მოგცა "კარმენმა"?

სწავლა ზოგადად დადებითი რამეა, თუმცა მხოლოდ სწავლაზე ჩემმა მტერმა იფიქრა! :D ჩემთვის მაინც პირველ ადგილზე ადამიანური ურთიერთობები დგას. "კარმენში" მეგობრული და უშუალო გარემო დამხვდა. თავიდან არ მეგონა თუ ასე დავუახლოვდებოდი კარმენელებს, თუმცა ყველაფერი თავისთავად მოხდა და ახლა ბედნიერი ვარ, რომ ერთ-ერთი მათგანი ვარ :)