პაეიას მომზადების უმარტივესი მეთოდი



ინგრედიენტები
  • 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი;
  • 1 პრასა ან ხახვი (წვრილად დაჭრილი);
  • 110 ჩორისო (ესპანური ძეხვი), წვრილად დაჭრილი;
  • 1 ს/კ კურკუმას ფხვნილი;
  • 300გ გრძელ მარცვლიანი ბრინჯი;
  • 1 ლ. თევზის ან ქათმის ნახარში (ბულიონი);
  • 200გ. გაყინული ბარდა;
  • 400გ გაყინული ზღვის პროდუქტები (შერეული, გამდნარი).


მომზადების წესი
  • გააცხელეთ ზეითუნის ზეთი ღრმა ძირიან ტაფაზე, შემდეგ მოშუშეთ პრასა/ხახვი 5 წუთის განმავლობაში, მის შერბილებამდე. დაამატეთ შორისო და შეწვით მანამდე, ვიდრე მისი ცხიმი არ დადნება. ჩაამატეთ კურკუმა და ბრინჯი, კარგად მოურიეთ, რომ შეერიოს ერთმანეთს, შემდეგ კი დაასხით ბულიონი. ადუღეთ 15 წუთი.
  • ბოლოს დაამატეთ ბარდა და ზღვის პროდუქტები, ადუღეთ იქამდე, ვიდრე ბრინჯი მოიხარშება. დაამატეთ მარილი. შესაძლოა, მოასხათ ლიმონის წვენიც. 
წყარო: bbcgoodfood.com