ესპანური საშობაო ფილმები, რომლებიც ენის შესწავლაში დაგეხმარებათ



ფილმების გამოყენება ენის შესწავლის პროცესში სახალისოსთან ერთად ძალიან პროდუქტიულიცაა. მსუბუქი და არასტრესული ფორმით მეცადინეობა ყველაზე სასიამოვნოა ნებისმიერი მოსწავლისათვის. 

იმისათვის, რომ ფილმების ყურება სასწავლო პროცესის ნაწილად ვაქციოთ, რამდენიმე  საკითხი უნდა გაითვალისწინოთ: 

სუბტიტრები 

პირველ ეტაპზე ფილმს უყურეთ სუბტიტრების თანხლებით. ამოიწერეთ ფრაზები, სიტყვები, რომლებიც არ იცით. სიმარტივისათვის, შეგიძლიათ პირდაპირ ფოტოები გადაუღოთ ეკრანს და ამ გზით შეინახოთ უცხო და ახალი ფრაზები. მას შემდეგ რაც ნახავთ მათ მნიშვნელობას, ფილმს უყურეთ მეორედ - სუბტიტრების გარეშე. 

ერთ საკითხზე ფოკუსირება 

წინასწარ ამოირჩიეთ ის საკითხი რასაც ფილმის ყურებისას დააკვირდებით. მაგალითად, თქვენი ფოკუსი შესაძლოა იყოს საყოფაცხოვრებო ლექსიკა, ზედსართავი სახელები ან სულაც ზმნები. ამ გზით ფილმის ყურებისას რეალურად შეიძენთ დიდ ცოდნას. 

გადახვევა

თუ რამე გამოგრჩათ რაც ვერ გაიგეთ, გადაახვიეთ და კიდევ ერთხელ მოუსმინეთ ფრაზას/ წინადადებებს. ეცადეთ იქამდე გაიმეოროთ ეს, ვიდრე არ გაიგებთ. 

მეგობართან ერთად ყურება

ესპანურ ენაზე ფილმის ყურება ჯობია ისეთ მეგობართად/ჯგუფელთან ერთად დაგეგმოთ, ვინც ასევე ესპანური ენის სწავლის პროცესშია. ასე უფრო სახალისოცაა და მეტადაც იქნებით მოტივირებული. 

თემატიკა

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის თემატიკა, რის შესახებაც ფილმს შეარჩევთ. აუცილებლად უნდა იყოს მსუბუქი და თანამედროვე ენით გადმოცემული. საწყის ეტაპზე მოერიდეთ სამეცნიერო ან დოკუმენტურ ფილმებს. 

მოახლოებული დღესასწაულებისა და არდადეგების ფონზე, ყველაზე სახალისო საშობაო ფილმების ყურებაა. 

გიზიარებთ 8 ფილმს, რომლითაც თან განწყობას შეიქმნით და თან ესპანურ ენას გაიუმჯობესებთ: 

“Los Reyes Magos”"Noche de reyes"“Plácido”“El Expreso Polar”